მეორე საფეხური
» მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #9)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #9)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ვაჭარი, რომელსაც სამი ასული ჰყავდა. იგი ძალზე მდიდარი და თან ჭკვიანი კაცი იყო, ამიტომაც შვილების სწავლისთვის ფულს არ ზოგავდა და გოგონებისთვის საუკეთესო პედაგოგებს არჩევდა.

სამივე ქალიშვილი ლამაზი იყო, მაგრამ ყველას უმცროსი ასული სჯობდა, რომელსაც მზეთუნახავი შეარქვეს.

უმცროსი და არა მხოლოდ ლამაზი, არამედ გულკეთილი და ალერსიანიც იყო, უფროსები კი - ქედმაღლები და პატივმოყვარენი. ისინი დღენიადაგ მეჯლისებზე და თეატრში დადიოდნენ, ბაღში დასეირნობდნენ და უმცროს დას, რომელიც დროს წიგნის კითხვაში ატარებდა, აბუჩად იგდებდნენ.

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ხალხური