მეორე საფეხური
» მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #4)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #4)

ვასილისა წამოიზარდა და ისე დამშვენდა, რომ მთელ ქალაქში მასზე ლამაზი არავინ მოიძებნებოდა. დედინაცვალსა და მის ქალიშვილებს შურდათ ვასილისას სილამაზისა და ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ, მცხუნვარე მზესა და ქარში ამუშავედნენ. გოგონა მორჩილად მუშაობდა და თან დღითიდღე უფრო მშვენდებოდა. მას ყველაფერში დედის დანატოვარი თოჯინა ეხმარებოდა. აბა სხვაგვარად ამდენ საქმეს როგორ აუვიდოდა?! ჭამის დროს ყველაზე გემრიელ ლუკმას გოგონა პირით ინახავდა თოჯინასთვის. მერე ღამით, როდესაც ყველას ეძინა, ვასილისა ოთახში ჩაიკეტებოდა, აჭმევდა თოჯინას.

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ხალხური