მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #9)
მზე უკვე კარგად გადახრილიყო, როცა ბავშვები მიადგნენ ნიკოს სახლის კარებს და დარეკეს. კარები იმწამსვე გაიღო, მაგრამ მოსამსახურე ყვირილით ავარდა ისევ კიბეზე.
ხმაურობაზე გამოცვივდნენ აქეთ-იქიდან მოსამსახურეები, შეიქმნა სირბილი, ხმაურობა, კარების ბრახა-ბრუხი. ნიკო და მათია ხელიხელჩაკიდებულნი შეუდგნენ ხალიჩით დაგებულ კრიალა კიბეზე ასვლას. რამდენიმე საფეხური კიდეც აიარეს, რომ კიბის თავზე გამოჩნდა ნიკოს მამა.
- მამილო, ნახე, ვინ მოვიყვანე! ცურაობა ვისწავლე, - შესძახა მხიარულად ნიკომ, მაგრამ უცებ სიტყვა პირშივე გაუშრა. მამის მრისხანე ხმამ საშინლად დაიღრიალა მაღლიდან.
მახობელა და სხვა მოთხრობები
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ავტორი: ნინო ნაკაშიძე