მეორე საფეხური
» მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #6)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #6)

მე პატარა ნაკადული ვარ, მივრბივარ, მივრაკრაკებ, მივჩუხჩუხებ. გამიშვი, თოვლო, რა გინდა, რომ ჩამალულხარ ჩრდილებში და გამაგრებულხარ ჩემს გზაზე.

ხომ ხედავ, მზე როგორ იცინის, ხომ ხედავ, როგორ ალერსით მაფრქვევს მცხუნვარე სხივებს.

განა ვერ ხედავ, რომ ამოიფეთქა მწვანე ბალახი, ვერ ხედავ, ფერდობზე რამდენი ლურჯთვალა ია და ენძელა ამოსულა?!

გახედე ბაღს, როგორ საამურად აყვავებულა ალუჩა და ნუში! ხედავ, ფრინველები მოფრინავენ შორი ქვეყნებიდან! ხომ გესმის მათი მხიარული ჟრიამული და ძახილი, ეს იმის ნიშანია, რომ გაზაფხულდა.

მახობელა და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე