მეორე საფეხური
» მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #1)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #1)

პაპა აივანზე იჯდა და მზეზე თბებოდა. ზურიკო იქვე ტრიალებდა, ბაბუასთან.

- პაპა, - უთხრა ზურიკომ პაპას, მოეხვია და მუხლებზე დაუჯდა, - პაპა, წავიდეთ ბაღში სასეირნოდ. იქ ყვავილებია, შადრევანი, მუსიკა უკრავს, ბავშვები თამაშობენ...

პაპამ აკოცა ზურიკოს და უპასუხა:

- აბა, როგორ წამოვიდე, ჩემო ბიჭიკო? ფეხები მტკივა, სიარული არ შემიძლია.

ზურიკო ჩამოხტა მუხლებიდან, გაიქცა და მოურბენინა პაპას თავისი ჭრელი ჯოხი, აი, ის, ძიამ რომ აჩუქა.

- აჰა, პაპა, ჩემს ცხენზე შეჯექი. ძალიან კარგი სირბილი იცის, ფეხები აღარ გეტკინება, წავიდეთ!

მახობელა და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე