მეორე საფეხური
» ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #10)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #10)

თეთრი დათვი უკვე ექვსი თვისა იყო, მაგრამ  წყლის ისე ეშინოდა, ახლოს ვერ ეკარებოდა, შეშინებული ნელა დააბიჯებდა აუზის პირას. ერთ დღეს ნაბიჯი ვერ მოზომა და აუზში მოადინა ტყაპანი. წყალში ჩავარდა თუ არა, განწირული ხმით აღრიალდა. ხმაურზე ბუნაგიდან მეორე დათვი გამოვარდა, ზოოპარკის თანამშრომლებიც მაშინვე იქ გაჩნდნენ, მაგრამ აუზში ჩასვლა ვერავინ გაბედა. წყალში ჩავარდნილი დათვი ტორებს სასაცილოდ ატყაპუნებდა და ნაპირისაკენ მიიწევდა. ნაპირზე მდგარმა მეორე დათვმა თათი გაუშვირა, გაწუწული ცხოველი ჩაეჭიდა. ნაპირზე მდგომმა მთელი ძალით დაქაჩა და მეგობარი წყლიდან ამოათრია. 

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტარიელ ხავთასი