მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #10)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #10)

კაი და გერდა შინისაკენ გაემართნენ. ჩინებული გაზაფხული იდგა, არემარე იფურჩქნებოდა, ველ-მინდორზე ბალახი ბიბინებდა, ზარების გუგუნი ისმოდა. პატარებმა მაღალი კოშკები დაინახეს. ეს მათი მშობლიური ქალაქი იყო. ალაყაფის კარებში შეაბიჯეს, კიბე აიარეს და ოთახში შევიდნენ, იქ ყველა ნივთი თავის ადგილზე იყო. საათიც ძველებურად წიკწიკებდა. აი თვითონ მათ კი კარებში შესვლისთანავე შეამჩნიეს, რომ გაზრდილიყვნენ...

კაი და გერდა თავიანთ ადგილებზე დასხდნენ და ერთმანეთს ხელი მოჰკიდეს. თოვლის დედოფლის ცივი, უკაცრიელი სამყოფელი კი ცუდი სიზმარივით დაივიწყეს.

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი