მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #6)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

ჯერ ბაღში შევიდნენ, დიდ ხეივანს გაჰყვნენ და როცა სასახლეში სანთლები ჩააქრეს, ყვავი უკანა კიბეებზე აუძღვა.

ოჰ, როგორ უცემდა გერდას გული... შიში და ცნობისმოყვარეობა ერთდროულად დაუფლებოდა! გეგონებოდათ, რაიმე ცუდის გაკეთება განეზრახოს, სინამდვილეში კი მხოლოდ იმის გაგება სურდა, იყო თუ არა იქ კაი. უსათუოდ იქ უნდა ყოფილიყო. კარგად ახსოვდა მისი ჭკვიანი თვალები, მისი გრძელი თმა, ახსოვდა, როგორ იცინოდა, ვარდის ბუჩქის ძირას რომ ისხდნენ. როგორ გაუხარდებოდა, თუ მართლა ნახავდა! არ დაიჯერებს, როგორი დიდი გზა გამოიარა მისთვის. 

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი