მეორე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #8)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მოთხრობები (ნაწყვეტი #8)

ბიბო პატარა ბიჭია. პატარაა, აბა, მაშ, რა არის, ჯერ ხუთი წლისაც არ გამხდარა! გრძელი ღამის პერანგი აცვია და ისე სძინავს. გადაიხდის საბანს და გდია საბერე კიტრივით არხეინად საბანგადახდილი. ძალიან კი სწყინს ხოლმე, ვინმე რომ ეტყვის, პატარა ხარო. პატარა, მე კი არა, ჩვენი რობიზონააო. რობიზონა ვიღაა? ბიბოს ბიძაშვილი. სულ რაღაც ცხრა თუ ათი თვით უმცროსია ბიბოზე, მაგრამ ბიბო ისე ექცევა, როგორც ნამდვილ დიდს შეჰფერის. არიგებს: ასე და ასე მოიქეციო. 

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რევაზ ინანიშვილი