მეორე საფეხური
» ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #13)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #13)

იყო ერთი მელია. სულ მარტოკა დაცუნცულებდა და სარჩოს გაჭირვებით შოულობდა. ბოლოს, ძალიან რომ გაუჭირდა მარტოს თავის რჩენა, თქვა, ერთი ძმობილი თუ არ ვიშოვე, არაფერი მეშველებაო.

ადგა და წავიდა ამხანაგის საძებნელად.

ტყეში დათვი დაინახა. მსხმოიარე პანტა ჩამოებერტყა და მწიფე ნაყოფით გამაძღარი ხის ძირას გორაობდა. მელიამ იფიქრა, ამაზე ძლიერსა და საიმედო მეგობარს სად ვიშოვი, თავსაც დაირჩენს და მეც შემინახავსო.

მივიდა, მიესალმა და უთხრა: 

- დავძმობილდეთო!

- კარგი, - უყოყმანოდ დათანხმდა დათვი, იფიქრა, ეშმაკია და ბევრ რამეში გამომადგებაო.

ქართული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქართული ზღაპრები