მეორე საფეხური
» ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #7)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

ავდრიანი დღე იყო. მწყემსებს ცეცხლი ენთოთ და ირგვლივ უსხდნენ. დათვი გადაუხტა, დააფრთხო მწყემსები, თვითონ ნაცარში ამოითუთხნა, შეიტრუსა თათი და წავიდა ბატკნის სახლისაკენ.

მივიდა კართან და წვრილი ხმით დაიძახა:

- ბეკო, ბეკო, ბეო,

კარი გამიღეო,

პირით ბალახი მომაქვს,

ძუძუებით - რძეო.

ბატკანმა გამოსძახა:

- აბა, თათი შემოყავიო.

დათვმა შეყო კარის ღრიჭოში შეტრუსული თათი. ბატკანმა ვეღარ იცნო, მელიას თათი ეგონა  და გაუღო კარი. შევიდა დათვი და დაიჭირა ბატკანი.

ქართული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქართული ზღაპრები