მეორე საფეხური
» ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #5)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გლეხკაცი. ერთი გოგონასი და ერთი ფარა ცხვრის მეტი არაფერი ებადა. მეწველ ცხვარში თვითონ დადიოდა, ბატკნის სამწყემსად კი შვილს გზავნიდა.

ერთ დღეს გოგონამ ადრე ვერ გარეკა ბატკანი, დაცხა და ფარა აღარ გაიშალა, იდგნენ ბატკნები ასე ერთად და აღარ გადიოდნენ საბალახოდ.

იჯდა გოგონა და ტიროდა.

ამ დროს ახლოს მელიამ გაიარა და ჰკითხა:

- რა გატირებს, ქალო, რა დაგმართნიაო?

- ცხვარი აღარ იშლება და ვერაფერი მიქნია, - უპასუხა გოგომ.

- თუ ერთ ბატკანს მომცემ, ბატკნებს მე გაგიშლიო.

გოგონა დასთანხმდა.

ქართული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქართული ზღაპრები