მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #19)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #19)

ღრრრიმ ნავი ნაპირს მიაყენა. ძია ტიკ-ტაკმა ნავი მტირალა ტირიფზე თოკით მიაბა.

მსუქანი მეფე არსად ჩანდა, სამაგიეროდ სასახლის სამზარეულოდან მადისაღმვძრელი სუნი მოდიოდა.

- ჰავ-ჰავ-ჰავ-ჰავ-ჰავ! - დაიყეფა ფაიფურის ფინიამ. - ხუთი საათია!

ნავიდან გადმოვიდნენ და სამზარეულოს სარკმელში შეიჭვრიტეს.

გამხდარი მზარეული ვეებერთელა მაგიდასთან იდგა და ფენოვან ცომს შაქრის ფხვნილში ზელდა. გვერდით მსუქანი მეფე ედგა და მის საქმიანობას თვალს ადევნებდა.

უცებ მეფემ სტუმრები დაინახა და წამოიძახა:

- მობრძანდით! მობრძანდით! სულითა და გულით გთხოვთ!

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი