მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #13)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #13)

ლონდონელი ქურდბაცაცები გადარეული იყვნენ, კაციშვილი ხელს აღარ ჰკიდებდა.

- რა დაემართა პოლიციას? - ეკითხებოდნენ ერთმანეთს.

გადაწყვიტეს, წავიდეთ და გავიგოთ, რა დაემართათო. წავიდნენ და ნახეს, რომ პოლისმენებს მათთვის აღარ ეცალათ. ისინი ავტობუსის უკანა შუშებზე ადამიანების სახეების ხატვით იყვნენ გართულნი.

- ქურდბაცაცობაზე უარი თქვეს. ცხენები იყიდეს, ასწავლეს, როგორ უნდა დაეორთქლათ ავტობუსის უკანა შუშები და თვითონაც ათასგვარი სასაცილო პორტრეტის ხატვა დაიწყეს.

ლონდონის პოლიციის შეფი დიდად კმაყოფილი იყო, ჰარი და არტური თავისთან გამოიძახა და უთხრა:

- ძალიან ჭკვიანური გამოგონებაა! ორივენი ძალიან ყოჩაღები ხართ!

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი