მეორე საფეხური
» ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #10)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #10)

რა თქმა უნდა, ბაყაყს აზრადაც არ მოსდიოდა, რას უპირებდა დათვი, მაგრამ იმას კი ხვდებოდა, რომ როგორმე სიცოცხლე უნდა შეენარჩუნებინა, თანაც სასწრაფოდ, რადგანაც დათვი უკვე კბილებს აკრაჭუნებდა.

ჰოდა, ბაყაყმა შეჰყვირა:

- ძმობილო დათუნიავ, ოღონდ ახლა გამიშვი და მეტს აღარ ვიზამო! გამიშვი, ძმობილო და სამაგიეროდ, მთელ ტყეში ყველაზე უფრო ბევრთაფლიან ხის ფუღუროს გაჩვენებო!

დათვი კი ისევ აკრაჭუნებდა კბილებს და დორბლი ჩამოსდიოდა.

ბაყაყიც ისევ ყვიროდა:

- გამიშვი, ძმობილო! აღარასოდეს, აღარასოდეს არ გაგაბრაზებ! მხოლოდ ეს ერთხელ გამიშვიო!

ბიძია რიმუსის ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯოელ ჰარისი