მეორე საფეხური
» ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #8)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

კურდღელი გაიძურწა  და ჭაობში ისე ჩაიმალა, მარტო თვალებიღა უჩანდა. - მან იცოდა, რომ დათვი მის საძებრად გამოიქცეოდა.

სად იყო, სად არა, დათვიც გამოჩნდა გზაზე. მიირბინა ჭაობთან და თქვა:

- როგორ ხარ, დობილო ბაყაყო? კურდღელი ხომ არ გინახავს აქეთ გამოვლილი?

- ახლახან მირბოდაო, - უპასუხა კურდღელმა.

და დათვმა გზა განაგრძო. კურდღელი კი ამოძვრა ჭაობიდან, გაშრა მზეზე და, ვითომც აქაც არაფერიო, შინ წავიდა თავის შვილებთან.

ბიძია რიმუსის ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯოელ ჰარისი