მეხუთე საფეხური
» მითები და ლეგენდები (რას გვიამბობს მითები ზღვებზე?)

მითები და ლეგენდები (რას გვიამბობს მითები ზღვებზე?)

ეპონიმი სახელის მიმცემს ნიშნავს. როცა რაიმე საგანს ან რომელიმე გეოგრაფიულ ადგილს ამა თუ იმ გმირის თუ ღვთაების სახელს დაარქმევენ, ამ გმირსა თუ ღვთაებას „ეპონიმს" უწოდებენ.

სახელი აზია (ეპიმეთესა და პრომეთეს დედის სახელი) კონტინენტ აზიის ეპონიმია, ევროპე - ევროპის...

ეპონიმი ზღვებსა და ოკეანეებსაც აქვს.

ჰელესპონტი

დარდანელის სრუტეს ბერძნები ჰელესპონტს უწოდებენ. „ჰელე" ღრუბელთა ქალღმერთის, ნეფელეს ქალიშვილის, მეფის ასულის სახელია, „პონტო" კი ზღვას ნიშნავს.

ჰელეს ძმას ფრიქსოსი ერქვა. და-ძმა ალტარიაზე უნდა მიეყვანათ, ანუ მსხვერპლად შეეწირათ ბოროტი დედინაცვლის ვერაგობით. განაჩენი სისრულეში რომ მოჰყავდათ, ჰერმესის გამოგზავნილმა ოქროს ვერძმა ორივე გაიტაცა. ცხრა მთა და ცხრა ზღვა რომ გადაიფრინეს, ოქროს ვერძი ისე დაიღალა, ფრენა აღარ შეეძლო. უცებ დამ ძმას ხელი გაუშვა და ზღვაში გადავარდა. ასე ძმის გადასარჩენად მოიქცა შემსუბუქებულმა ვერძმა ფრიქსოსი მშვიდობით ჩაიყვანა კოლხეთში.

იმ ზღვას კი, რომელშიც ჰელემ ძმის გადასარჩენად თავი დაიხრჩო, ჰელეს ზღვა, ანუ ჰელესპონტი, ეწოდა.

ეგეოსის ზღვა

იყო ერთი ბოროტი ყაჩაღი სკირონი. ისეთი ბოროტი იყო, რომ ხალხს გზაში უხვდებოდა და ზღვაში ფეხის დაბანას აიძულებდა. მერე მოულოდნელად მიეპარებოდა, წიხლს ჰკრავდა და წყალში გადაუძახებდა. სკირონი ადამიანებით წყალში მობინადრე ხორციჭამია კუს კვებავდა.

სკირონის დამარცხება გმირმა თეზევსმა გადაწყვიტა. წასვლის წინ თეზევსმა მამას გამოუცხადა:

- სკირონის მოსაკლავად მივდივარ, თუ ცოცხალი გადავრჩი, სახლში თეთრიალქნიანი გემით დავბრუნდები, ხოლო თუ დავმარცხდი, ჩემი მხლებლები შავ აფრებს გამოფენენ.

შეებრძოლა თეზევსი სკირონს და იცოცხლე, დღე აწია იმ ბოროტ მოკვდავს - თვითონ სკირონი გახდა ხორციჭამია კუს კერძი.

შინ დაბრუნებისას თეზევსს ქარიშხალმა დაუხია თეთრი აფრები და ისიც იძულებული გახდა, შავი აფრები აეშვა.

ლოდინით გულგადალეულმა მამამ შავად აფრიალებული ანძები რომ დაინახა, იფიქრა, შვილი დავკარგეო და გულდამწუხრებული ზღვაში გადაეშვა. თეზევსის მამას ეგეოსი ერქვა. თუ რუკას დააკვირდები და ეგეოსის ზღვას მოხაზავ, მიხვდები, სად მოხდა ეს სევდიანი ამბავი.

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: