მეოთხე საფეხური
» სხვადასხვა (აცტეკები და ინკები)

სხვადასხვა (აცტეკები და ინკები)

სამხრეთ ამერიკაში ესპანელი მოგზაურები მაღალგანვითარებულ კულტურას შეეჯახნენ. ყველაზე განვითარებული ხალხები აცტეკები და ინკები იყვნენ, რომლებსაც ევროპისგან სრულიად განსხვავებული, დიდი და ორგანიზებული იმპერიები ჰქონდათ. პერუში, ინკების სარწყავი არხებით დაფარულ მიწებზე ხარობდა კარტოფილი, ბოსტნეული, სიმინდი, ბამბა. შინაური ცხოველები ცოტა იყო: ლომები, ალპაკები, ზღვის გოჭები და ძაღლები. ისინი არ აწარმოებდნენ რძის პროდუქტებს. არ იყენებდნენ ბორბალს და ურემს, შესაბამისად ხარებიც არ ჰყავდათ. ინკები აშენებდნენ დიდ ქალაქებსა და ტაძრებს, გაჰყავდათ ათასობით კილომეტრის სიგრძის გზები. იმდროინდელი მექსიკის უმეტეს ტერიტორიას ძლიერი აცტეკები ფლობდნენ. ისინი ტაძრებით დაგვირგვინებულ პირამიდებს აგებდნენ, ჰქონდათ დამწერლობა და კალენდარი.

 

ოქროს ციებ-ცხელებით დაავადებული, გამძვინვარებული ესპანელები მთელ ამერიკას მოედვნენ, ისინი შეუბრალებლად ესხმოდნენ თავს აცტეკებისა და ინკების სახელმწიფოებს და, საბოლოოდ, საერთოდ აღგავეს პირისაგან მიწისა. 

 

ამერიკის აღმოჩენამ ესპანეთი მარტო ევროპის უმდიდრეს ქვეყნად როდი აქცია; მან უზარმაზარი გავლენა იქონია მთელ ევროპაზე. თავდაპირველად ესპანური ხომალდები ატლანტიკის ოკეანის გავლით მხოლოდ ოქრო-ვერცხლს ეზიდებოდნენ. მალე ამას ბუნებრივი პროდუქტებიც მოჰყვა, რომლებიც ესპანეთიდან ევროპის დანარჩენ ნაწილში გავრცელდა. პირველ რიგში, სიმინდი, კარტოფილი, ლობიოს რამდენიმე სახეობა, ანანასი, მიწის თხილი, კაკაო, ვანილი, ავოკადო, გოგრა, ჩილის წიწაკა. ყველაფერ ამას ახალ სამყაროს უნდა ვუმადლოდეთ. თუმცა მათ რიცხვშია, სამწუხაროდ, თამბაქოც, რომლის მავნე გავლენა ჯანმრთელობაზე თანდათან აშკარა ხდება. მალე ამერიკაში გაჩნდა უზარმაზარი პლანტაციები, საიდანაც ევროპაში შაქარი, ბამბა, თამბაქო და ყავა გაჰქონდათ.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: