მეოთხე საფეხური
» სხვადასხვა (რუბიკის კუბიკი)

სხვადასხვა (რუბიკის კუბიკი)

უნგრელმა ერნიო რუბიკმა 1975 წელს გამოიგონა კუბიკი, რომელიც დღესაც ბევრ ადამიანს ურევს თავგზას. ეს „ჯადოსნური კუბიკი“ 54 ფერადი ნაწილისაგან შედგება. შესაძლებელია კუბიკის აწყობის 43 ტრილიონზე მეტი კომბინაცია, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ერთია სწორი. თავდაპირველად კუბიკის თითოეულ გვერდს თავისი ფერი აქვს, მაგრამ საკმარისია კუბიკის სამ ღერძზე რამდენიმე შემოტრიალება, ფერები ირევა. თამაშის მიზანია კუბიკის საწყის ფორმაში დაბრუნება. სხვათა შორის ერნიო რუბიკმა ეს კუბიკი სტუდენტებისთვის შექმნა. 1977 წელს ბუდაპეშტის სათამაშოების მაღაზიების დახლებზე გაჩნდა პირველი ჯადოსნური კუბიკები. 1980 წელს კუბიკმა დაიპყრო დასავლეთი და ნამდვილი ციებ-ცხელება გამოიწვია.

1982 წელს ჩატარდა პირველი „მსოფლიო ჩემპიონატი“ კუბიკის აწყობაში. 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონმა იგი 17 წამში ნაკლებ დროში ააწყო.

1914 წელს იოზეფ ფრიდრიჰ შმიტმა გამოიგონა თამაში დაფაზე „ადამიანო, ნუ ღელავ!“ იგი I მსოფლიო ომის დროს დაჭრილი, ჰოსპიტალში მყოფი ჯარისკაცებისთვის იყო შექმნილი. ჩვენი დროის უამრავი პროფესიონალი თუ ხელმარჯვე ოსტატი მწარმოებელ ფირმებთან შეთანხმებით ყოველწლიურად ახალ-ახალ თამაშებს იგონებს.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: