მეოთხე საფეხური
» სხვადასხვა (იცოდნენ თუ არა ბერძნებმა რუკებით სარგებლობა?)

სხვადასხვა (იცოდნენ თუ არა ბერძნებმა რუკებით სარგებლობა?)

ძველ დროში ადამიანები არც ისე ბევრს მოგზაურობდნენ. ხმელეთზე მხოლოდ ცხენებით ან აქლემებით გადააადგილდებოდნენ, ხოლო წყალზე უბრალო აფრიანი გემებით კომპასის გარეშე დაცურავდნენ. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ადამიანმა ჯერ კიდევ უძველეს დროში გადასერა ოკეანე, თუმცა ამ გმირობების შესახებ ცნობები დროთა განმავლობაში დაიკარგა - სამოგზაურო გზები და უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მარშრუტები სახელმწიფო საიდუმლოებად მიიჩნეოდა და გულმოდგინედ მალავდნენ, ხოლო ის მცირეოდენი ინფორმაცია, რაც არსებობდა, ხშირად ომების შედეგად ნადგურდებოდა.

 

ცნობილია, რომ ძველი ბერძნები კარგი მოგზაურები იყვნენ. სწორედ მათ დაიწყეს პირველად თავიანთი მოგზაურობების არა მარტო აღწერა და სანაოსნო მიმართულებების ჩაწერა, არამედ გეოგრაფიულ რუკებზე გადატანაც. იმასაც მიხვდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა ჰქონდა და მისი გარშემოწერილობა გამოთვალეს. „ოდისეა“ პოეტ ჰომეროსის სახელგანთქმული ეპოსი, სადაც ნაოსანთა მარშრუტები ზუსტადაა მითითებული, სავარაუდოდ, ბერძენ მოგზაურთა ნაამბობს ეყრდნობა.

 

ოთხი საუკუნის შემდეგ ბერძენმა მოგზაურმა და ასტრონომმა პითეასმა ნორვეგიის სანაპირომდეც კი მიაღწია. მისი აღმოჩენები ჩრდილოეთის ზღვაში დაუგეგმავი იყო. მოგზაურობის წინ ბერძენმა ვაჭრებმა პითეასს სთხოვეს, დაედგინა სავაჭრო გზა „კალის კუნძულებამდე“, პითეასი საფრანგეთში ჩავიდა და იქიდან ინგლისში გადავიდა, შემდეგ კალის საბადოებს მიაღწია, გარს შემოუარა ბრიტანეთის კუნძულს, რომელიც სამკუთხედს შეადარა და არც შემცდარა. მან ჩრდილოეთშიც „შეიარა“ და სავარაუდოდ, ნორვეგიის სანაპირომდეც მივიდა.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: