მეოთხე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ბუნების საოცრებები)

პლანეტა დედამიწა (ბუნების საოცრებები)

ბუნების ზოგიერთი საოცრება ადამიანის მიერ შექმნილ საოცრებებს ბევრად აღემატება. წყლის ნაკადის უზომო ძალამ უზარმაზარი გამოქვაბულები, კანიონები და ჩანჩქერები შექმნა.

 

ცისარტყელა და მზის ჩასვლა ყველას უნახავს, მაგრამ ცოტა ვინმე თუ შესწრებია განსაცვიფრებელ ნათებას, რომელიც ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსების მახლობლად ჩნდება. კაშკაშა ფერების ელვარება გამოწვეულია გამოსხივებით, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც მზის სხივებს მაგნიტური პოლუსები იზიდავს. ატმოსფეროს დაბინძურების გამო უკანასკნელ წლებში ჩრდილოეთის ციალის ნახვა მხოლოდ დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში შეიძლება.

 

ნიუ-მექსიკოში მდებარე გვადალუპეს მთები კარლსბადის გამოქვაბულების სამშობლოა. მჟავანარევმა წყალმა კლდეში დერეფნებისა და დარბაზების უზარმაზარი ქსელი შექმნა. კარსბადი განსაკუთრებით ცნობილია „დიდი დარბაზით“, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოქვაბულით, რომლის სიგრძე 610 მეტრს, სიგანე კი 335 მეტრს აღწევს. საუკუნეების განმავლობაში მინერალებით სავსე წყალი მრავალფეროვან ნაგებობებს ქმნიდა. მათ შორის სტალაგმიტები და სტალაქტიტები, რომლებიც წყლის დაცემისა და აორთქლების შედეგად ჩნდება და მინერალური ნალექისგან შედგება.

 

ხუთი მილიონი ადამიანი, რომელიც ყოველწლიურად დიდი კანიონის სანახავად მიდის, შიშნარევი მოკრძალებით შეჰყურებს ამ უზარმაზარ და ულამაზეს სანახაობას. მის ფსკერზე მძლავრი მდინარე კოლორადო მიედინება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჭრიდა კალაპოტს კლდეებს შორის.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: