მეოთხე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (არტემიდეს ტაძარი ეფესოში)

მსოფლიო საოცრებები (არტემიდეს ტაძარი ეფესოში)

არტემიდეს სახელგანთქმული ტაძარი, რომელიც მსოფლიოს საოცრებების სიაში შევიდა, ეფესოში აგებულ ტაძრებს შორის ულამაზესი იყო. მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ეფესო ერთ დროს რეგიონის ყველაზე მდიდარი ქალაქი იყო. იმ დროისათვის, როდესაც არტემიდეს ბრწყინვალე ტაძარი აშენდა, ეფესო მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრად ითვლებოდა. გადმოცემის თანახმად, დიდი ტაძარი თვალს ჭრიდა იმ მნახველებსაც კი, რომლებიც სხვა ბერძნულ მონუმენტებსაც იცნობდნენ, აქედან გამომდინარე, ტაძარი, როგორც ჩანს, სრულიად განსაკუთრებული იყო. მოგვიანებით ის დამპყრობლებმა გაძარცვეს.

 

ტაძარში ვაჭრები არტემიდეს ქანდაკების ვერცხლის პატარა ასლებსა და თვით ტაძრის მაკეტებს ყიდდნენ. ტაძარში ქალღმერთ არტემიდეს პატივსაცემად დღესასწაულები იმართებოდა. ქალღმერთის ქანდაკება საზეიმოდ გადაჰქონდათ ტაძრიდან თეატრში, რათა მის პატივსაცემად გამართულ თამაშებს დასწრებოდა. მდიდარ თაყვანისმცემლებს არტემიდესთვის ძვირფასი თვლები, სამკაულები, ქვის ნაკეთობები და ქსოვილები მიჰქონდათ.

 

ტაძარი, რომლის სიგრძე 114 მეტრს, ხოლო სიგანე 55 მეტრს აღწევდა, ძველ საბერძნეთში ყველაზე დიდი ნაგებობა იყო. ეფესო ერთ დროს მცირე აზიის უმდიდრესი ქალაქი იყო. წმინდა ადგილის გაძარცვას ვერავინ ბედავდა, ამიტომ ტაძარი ბანკის ფუნქციასაც ასრულებდა, რომელსაც მთავარი ღვთისმსახური მეთვალყურეობდა.

 

მრავალი ადამიანი არტემიდეს ტაძარს თავშესაფრად იყენებდა, სადაც მათ ვერავინ დასჯიდა და ვერც დააპატიმრებდა.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: