მეოთხე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში)

მსოფლიო საოცრებები (ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში)

უძველეს დროში მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის, ბერძენთა უზენაესი ღმერთის, ქანდაკება შექმნა. ქანდაკება, რომელიც სამხრეთ საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მისთვის სპეციალურად აგებულ ტაძარში იდგა, სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა - ესე იგი, დღევანდელ ოთხსართულიან სახლზე მაღალი იყო. ქანდაკება მრავალ ძვირფას მასალას შეიცავდა, მათ შორის, ერთ ტონა სპილოს ძვალსა და ტონაზე მეტ ოქროს.

 

ყველა მნახველს აოცებდა როგორც ქანდაკების სიდიდე, ასევე მცირე დეტალების განსაკუთრებული დახვეწილობა. გადმოცემით, ის უფრო საიუველირო ნაწარმს ჰგავდა, ვიდრე ქანდაკებას. ფიდიასმა ზევსი ტახტზე მჯდომი გამოაქანდაკა. ზევსი ტახტზე ისე ბუნებრივად იჯდა, რომ ხალხს ეჩვენებოდა, თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდა. ქანდაკება ტაძარში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იდგა, მაგრამ რომაელთა ბატონობის დროს მიივიწყეს. გადმოცემის თანახმად, ქანდაკების ნაწილები ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში (დღევანდელი სტამბოლი) გადაიტანეს, სადაც ისინი ხანძარმა იმსხვერპლა.

 

ცნობილია, რომ ქანდაკების აგებას ფიდიასმა რვა წელი მოანდომა. ლეგენდის თანახმად, რომის იმპერატორმა კალიგულამ ქანდაკების წაღება დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ქანდაკების წასაღებად მოსულ მუშებს ზევსმა სიცილი დააყარა და გააქცია.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: