მეოთხე საფეხური
» სხვადასხვა (როდის შემოიღეს ზომისა და წონის ერთეულები?)

სხვადასხვა (როდის შემოიღეს ზომისა და წონის ერთეულები?)

უძველესი საზომი საშუალებები ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში შეიქმნა. 4000-5000 წლის წინ მათ მარცვლეულის ასაწონად და მიწის ასაზომად იყენებდნენ. სიძნელეებს ქმნიდა ერთიანი საზომი ერთეულების არქონა. ასე მაგალითად, ეგვიპტელები და ბაბილონელები მანძილს არშინობით ზომავდნენ. ესაა მანძილი იდაყვიდან თითების წვერებამდე. ადვილი წარმოსადგენია, რამხელა განსხვავებებს მიიღებდნენ გაზომვისას, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ ზომავდა?! გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ბაბილონელმა მეფეებმა კანონით განსაზღვრეს, რა სიგრძის უნდა ყოფილიყო ერთი არშინი. ასევე მოიქცნენ წონის ერთეულის დადგენისას. ეგვიპტელებმა შემოიღეს ქვის, მოგვიანებით კი, რკინის საწონები.

თანამედროვეობამდე მსოფლიოს ყველა რეგიონში უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული და მეტწილად არაზუსტი ზომისა და წონის ერთეულები არსებობდა. მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ ფართობის საზომ ერთეულს „ერთი დილა“. მასში იგულისხმებოდა ფართობი ანუ ის, რასაც გლეხი ერთი დილის განმავლობაში ხნავდა. მოგვიანებით მოხერხდა სიგრძის, წონისა და მოცულობის გამოსათვლელად უმნიშვნელოვანესი საზომი ერთეულების დადგენა და მათი საყოველთაოდ აღიარება. ასეთია მაგალითად, მეტრი, გრამი და სხვა.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: