მეოთხე საფეხური
» სხვადასხვა (როდის გამოიგონეს ბორბალი?)

სხვადასხვა (როდის გამოიგონეს ბორბალი?)

ბორბალი ყველა დროის უდიდეს გამოგონებად ითვლება. ბევრი მას ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის გარეშე კაცობრიობა საერთოდ ვერ განვითარდებოდა. ეს გენიალური გამოგონება რამდენიმე ასეული წელი ისე არსებობდა, რომ ადამიანები მას სათანადოდ ვერ აფასებდნენ.

პირველი ბორბალი კი არ დაგორავდა, არამედ მხოლოდ ტრიალებდა. ეს იყო ე.წ სამეთუნეო დაზგა, რომლის დახმარებითაც ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს, ქვევრებს და ა.შ. ეს დაზგა მესოპოტამიაში 5500 წლის წინ შექმნეს. მოგვიანებით, ადამიანები მიხვდნენ, რომ მისი გამოყენება გადაადგილების მიზნითაც შეიძლებოდა. ქვის ხანის ადამიანებს მძიმე ტვირთი მარხილით გადაჰქონდათ, გადაზიდვის ეს მეთოდი მას შემდეგ დაიხვეწა, რაც მარხილს ქვეშ საგორავები დაუდეს. ამ მეთოდს დღემდე იყენებენ, მაგალითად, ნავის ზღვაში ჩაშვებისას. პირველი ბორბალი ძალიან პრიმიტიული იყო. ეს იყო ხისგან დამზადებული რგოლი. თავდაპირველად გლეხი მოსავალს ტომრებში ყრიდა და საკუთარი მხრებით ან ცხოველის მეშვეობით გადაჰქონდა. ეს თავისთავად ძალიან შრომატევადი იყო, მაგრამ როგორც კი ხისბორბლიანი საზიდრების დამზადება დაიწყეს, ყველაფერი ერთბაშად გაიოლდა.  ასეთ საზიდარზე უკვე მთელი მოსავლის დადება და ახლომდებარე წისქვილამდე ან ქალაქის ბაზრობამდე მიტანა შეეძლოთ.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: