მეოთხე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (პირამიდა და სფინქსი)

მსოფლიო საოცრებები (პირამიდა და სფინქსი)

აფრიკა სიდიდით მეორე კონტინენტია, რომელზეც 53 ქვეყანა მდებარეობს. აფრიკაში მსოფლიოს ყველაზე დიდი მდინარე, ნილოსი მიედინება და მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნო, საჰარა მდებარეობს.

 

აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანაა ეგვიპტე, სადაც რამდენიმე დიდი ქალაქია, მათ შორის, დედაქალაქი კაირო.

 

ძველი მსოფლიოს საოცრებათაგან ერთადერთი დღემდე შემორჩენილი საოცრება ეგვიპტეში, გიზის მახლობლად მდებარეობს. ესაა სამი დიდი პირამიდა. ამ ქვის ნაგებობებში ძველეგვიპტელები თავიანთ მეფეებს, ანუ ფარაონებს კრძალავდნენ. ყველაზე დიდი პირამიდა სიმაღლეში დაახლოებით 140 მეტრს აღწევს. მას, სავარაუდოდ, 20 წელიწადს აშენებდნენ.

 

პირამიდების წინ დგას დიდი სფინქსი - ადამიანისთავიანი ლომის უზარმაზარი ქანდაკება. შესაძლოა, ის ერთ-ერთი ფარაონის პატივსაცემად  დადგეს. ზოგი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ სფინქსის ქვეშ საიდუმლო ოთახები და გვირაბები იმალება.

 

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: