მეოთხე საფეხური
» უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

- გამარჯობა. რა ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი.
- გამარჯობა, - ცივად მიუგო სნუსმუმრიკმა.
- შეიძლება შენს კოცონთან გავთბე? - ჰკითხა მხეცუნამ და სველი დრუნჩი სიხარულისგან გაუბრწყინდა,
- რას წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე სნუსმუმრიკის კოცონთან ჯდომას ვეღირსებოდი?! ამას ჩემს სიცოცხლეში არ დავივიწყებ.

არსება სნუსმუმრიკთან ახლოს მიჩოჩდა, თათი ზურგჩანთას დაადო და ძლივს დაფარული მღელვარებით წასჩურჩულა:

- ტუჩის გარმონი აქა გაქვს? შიგნით დევს?
- კი, - საკმაოდ უკმეხად უპასუხა სნუსმუმრიკმა.

მისი მარტოობის მელოდია გაქრა, ჰანგები დაიმსხვრა და დაიფანტა. სნუსმუმრიკმა სიმწრით ჩიბუხი მოქაჩა, არყის ხეებს გახედა, მაგრამ ხეებს ვერ ხედავდა.

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი