მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #15)

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #15)

რობინმა და მისმა მეგობრებმა დიდხანს ითათბირეს და ბოლოს გადაწყვიტეს, მეფისთვის ეთხოვათ, მეტყევეებად დაგვნიშნეო. უილ გეიმუელი, უილ სტუტლი და პატარა ჯონი ლონდონში გაგზავნეს მერიენთან, მეფესთან გვიშუამდგომლოსო. მაგრამ მალევე დაბრუნდნენ და ცუდი ამბები ჩამოიტანეს. რიჩარდ მეფე ჯვაროსნულ ლაშქრობაში წასულიყო და ქვეყანას დროებით რიჩარდის ძმა, პრინცი ჯონი მართავდა. სადაც კი გაუვიდოდა, სხვის მამულებს ითვისებდა, ჰანტინგდენის ჰერცოგის, მერიენის მამის მამულიც მან მიიტაცა. ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი და მერიენის მამა გარდაიცვალა.

ქალი ცუდ დღეში ჩავარდა. მამულები პრინცმა მიითვისა, დედოფალი აღარ მფარველობდა. პრინცი ჯონი არ ასვენებდა ქალს, ხედავდა, რომ უპატრონოდ დარჩა და ამით სარგებლობდა.

რობინმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ლონდონიდან დაბრუნებულს მხოლოდ ჰანტინგდენის მამულის მიტაცების ამბავი უამბეს. რობინი ძალიან შეწუხდა, სულ მერიენი ედგა თვალწინ, მასზე ფიქრი არ ასვენებდა.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: