მეოთხე საფეხური
» პიტერ პენი (ნაწყვეტი #10)

პიტერ პენი (ნაწყვეტი #10)

კაპიტანი დიდრონ სოკოზე ჩამოჯდა და განაგრძო: - სმი, ერთი რამ რომ არა, ნიანგს უკვე დიდი ხნის შეჭმული ვეყოლებოდი... იმ მსუნაგს საათი აქვს გადაყლაპული, რომელიც მის მუცელში დღემდე წიკწიკებს. სწორედ ეს ხმა მამცნობს ნიანგის მოახლოებას და მეც ადვილად ვშველი თავს, - კაპიტანმა სევდიანად ჩაიღიმა.
- ერთ მშვენიერ დღეს, - ანუგეშა სმიმ, - საათი აუცილებლად გაჩერდება და ნიანგიც იოლად მოაღწევს თქვენამდე.
კაუჭამ ტუჩები სიმწრით გაილოკა...
- დიახ, მეც სწორედ ამის შიში მაქვს და ეს შიში ღამე არ მაძინებს.
ის იყო, მეკობრეები ეშხში შევიდნენ, რომ მათ ხმას რაღაც უცნაური ბგერები შეუერთდა. ისინი გაისუსნენ. თავდაპირველად ხმა იმდენად სუსტი იყო, რომ ფოთლის შრიალსაც კი შეეძლო მისი ჩახშობა... შემდეგ ნელ-ნელა გაძლიერდა და მკაფიოდ გაისმა საათის წიკწიკი: „ტიკ-ტაკ; ტიკ-ტაკ; ტიკტაკ...“ კაუჭა ადგილზე გაშეშდა.
- ნიანგი! - ამოღერღა მან და უკანმოუხედავად მოკურცხლა. ბოცმანიც მასთან ერთად გაუჩინარდა. ეს მართლაც ნიანგი იყო, რომელმაც მშვიდობიანად აუარა გვერდი წითელკანიანებს. ნიანგი ცდილობდა, ნოტიო მიწაზე ფრთხილად ემოძრავა და უხმაუროდ წამოჰპარვოდა ზურგიდან კაპიტან კაუჭას.

პიტერ პენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი