მეოთხე საფეხური
» პიტერ პენი (ნაწყვეტი #9)

პიტერ პენი (ნაწყვეტი #9)

რომ იცოდე, როგორ შეუყვარდათ პატარა დარლინგებს ბიჭუნების მიწისქვეშა ოთახი, როგორ შეეჩვივნენ ახალ სახლს, ნამდვილად შეგშურდებოდა მათი... ვენდი აღტაცებული იყო და, ალბათ, ბედნიერიც! შენ იცი, რომ ეს სახლი მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგებოდა. სხვა კი არაფერი გსმენია მის შესახებ. ჰოდა, ყური მიგდე!

ამ ოთახს არაჩვეულებრივი იატაკი ჰქონდა. თუკი ბიჭუნები სათევზაოდ გადაწყვეტდნენ წასვლას, შეეძლოთ, ჭიაყელები იქვე ეპოვათ. გარდა ამისა, იატაკზე მსუქანი, ფერად-ფერადი სოკოები იზრდებოდა, რომლებსაც ბავშვები ტაბურეტებად იყენებდნენ.

ოთახის შუაგულში ხე „არსადიყო“ ცდილობდა ამოსვლას, მაგრამ ყოველ ცისმარე დღეს ბიჭები იატაკის პირზე ხერხავდნენ ხეს და გაზრდის საშუალებას არ აძლევდნენ. საუზმის დრო რომ მოაღწევდა, „არსადიყო“ ორი ფუტის სიმაღლეზე ამოსული მაინც ხვდებოდა ბიჭუნებს. ბავშვებიც მას თავზე კარებს დაადებდნენ და მაგიდაც მზად იყო! შემდეგ კი, სუფრას აალაგებდნენ თუ არა, „არსადიყოს“ ღეროს ისევ ძირში გადახერხავდნენ, რათა სათამაშოდ დიდი ადგილი ჰქონოდათ. მიწისქვეშა სახლში უზარმაზარი ბუხარი გიზგიზებდა. მასთან ახლოს ვენდიმ მცენარეების ნორჩი ტოტებით დაგრეხილი სარეცხის თოკებიც კი გაჭიმა...

პიტერ პენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი