მეოთხე საფეხური
» რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #8)

რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #8)

ათ თვეზე მეტი გავიდა, რაც ამ წყეულ კუნძულზე ვარ, ყოველგვარი იმედი აქედან თავის დაღწევისა გადამიწყდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემ გარდა ადამიანის ფეხი არ მიჰკარებია ამ მიწას.

ბინა რომ მოვაწყვე და ყველაფერი მივალაგე, ძალიან მომინდა უფრო დაწვრილებით შემესწავლა კუნძული;

15 ივლისს დავიწყე კუნძულის საგულდაგულოდ დათვალიერება. ჯერ მდინარის შესართავისაკენ გავწიე, სადაც ტივებს მოვაცურებდი ხოლმე. მდინარის ნაპირზე ველები იყო გადაშლილი. უფრო ზევით კი, შემაღლებულ კორდზე, ფოთლებგაშლილი თამბაქო ყვაოდა. ვნახე ბევრი სხვა ჯიშის მცენარეც, მათ შორის ალოე, ოღონდ არ ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა მისი გამოყენება.

ამ აღმოჩენებით დავკმაყოფილდი და უკანვე გამოვბრუნდი. გზაზე იმის ფიქრში ვიყავი, როგორ გამომეცნო, რომელი მცენარე იყო სასარგებლო. განსაკუთრებით ბევრი იყო ნესვი და ყურძენი. სიხარულით ამევსო გული. მაგრამ მაშინვე მომაგონდა, რომ ბერბერიში რამდენიმე მონა-ინგლისელს ასეთმა ყურძენმა მუცელკეთილი შეჰყარა და მოკლა კიდეც. უცებ შესანიშნავი ხერხი მოვიგონე: მზეზე უნდა გამეხმო  ქიშმიშად და , როცა ყურძენი მოილეოდა, მე მაინც მექნებოდა პირის ჩასატკბარუნებელი.

მაშინვე შევუდექი ხილის კრეფას. ყურძენი მოვკრიფე და ორ ადგილას დავახვავე. ლიმონიც ცალკე დავაგროვე და რამდენსაც მოვერიე, იმ დღესვე წავიღე შინ.

რობინზონ კრუზო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დანიელ დეფო