მეოთხე საფეხური
» ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #4)

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #4)

ეს გახლდათ თეთრი კურდღელი, რომელიც ნელ-ნელა მოცანცალებდა და შეშფოთებით აცეცებდა თვალებს, თითქოს რაღაცა დაეკარგაო. ელისმა გაიგონა მისი ბუტბუტი:
- ოჰ, დუკას ქალო! ვაი, ჩემს საბრალო თათებს! ვაი, ჩემს ძვირფას ქურქსა და ულვაშებს! სიკვდილით დასჯა არ ამცდება, სად უნდა დამვარდნოდა, ვერ გამიგია.
ელისი უცებ მიხვდა, რომ იგი თავის მარაოსა და თეთრ ხელთათმანებს დაეძებდა, და ვინაიდან ძალიან გულკეთილი ბავშვი იყო, თვითონაც დაუწყო ძებნა.
მალე კურდღელმაც შეამჩნია მოფუსფუსე ელისი და გაბრაზებით დაუძახა:
- ეი, მერი-ენ, მანდ რას აკეთებ? სასწრაფოდ გაიქეცი შინ და მარაო და ერთი წყვილი ხელთათმანი გამომირბენინე!
ელისი ისე დაფრთხა, რომ მაშინვე გავარდა იქით, საითაც კურდღელმა მიუთითა და არც კი უცდია, აეხსნა მისთვის, სხვაში აგერიეო.
- ეტყობა თავისი მოსამსახურე ვეგონე, - ჩაილაპარაკა სირბილის დროს!
ამას რომ ამბობდა, პაწაწინა, კოხტა სახლს მიადგა, რომლის კარზე სპილენძის პრიალა ფირფიტა იყო მიკრული. ზედ დიდრონი ასოებით ეწერა: თ. კურდღელი. ელისი დაუკაკუნებლად შევიდა სახლში და ზედა სართულისკენ მიმავალ საფეხურებს აუყვა, თან შიშით გული უფანცქალებდა, ნამდვილ მერი-ენს არ გადავეყაროო: მაშინ ხომ ხელთათმანებისა და მარაოს გარეშე გამოაგდებდნენ გარეთ. 

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ლუის კეროლი