მეოთხე საფეხური
» პიტერ პენი (ნაწყვეტი #7)

პიტერ პენი (ნაწყვეტი #7)

ვენდიმ ძირს დაიხედა და დაინახა, რომ პიტერის ჩრდილი საცოდავად ეგდო იატაკზე. მას ძალიან შეეცოდა პიტერი.
- რა საშინელებაა! - ნაღვლიანად შესძახა გოგონამ, თუმცა სიცილი ვერ შეიკავა, როდესაც დაინახა, რომ პიტერი საპნის ნაჭრით ცდილობდა ჩრდილის მიწებებას. საბედნიეროდ, ვენდიმ ზუსტად იცოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო.
- სხვა გზა არ არის, უნდა მოგაკერო, - მზრუნველი ხმით განაცხადა გოგომ.
- რას ნიშნავს „მოგაკერო“? - დაინტერესდა პიტერი.
- რა უვიცი ხარ!
- არაფერიც!!!
- ჩრდილი შემოგაკერო ფეხებზე, პატარავ, - ისე დაიწყო ვენდიმ, თითქოს პიტერი ზუსტად მისი სიმაღლისა არ ყოფილიყო.
- იცოდე, შეიძლება გეტკინოს, - გააფრთხილა ბიჭუნა.
- მაინც არ ვიტირებ! - მიუგო პიტერმა.
და მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილის მიკერების პროცესი პიტერისთვის მტკივნეული აღმოჩნდა, მას მაინც არ უტირია. მალე ჩრდილი პატრონს დაუბრუნდა, თუმცა აქა-იქ ნაკეცები გასჩენოდა და დაჭმუჭნილიყო.
- აუცილებლად უნდა დავაუთოო, - ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა ვენდიმ.
პიტერს, როგორც ბიჭუნათა უმრავლესობას, სულაც არ ადარდებდა საკუთარი გარეგნობა. აქაოდა, ჩრდილი დავიბრუნეო, ოთახში ხტომა დაიწყო. ანცობამ გაიტაცა და სრულიად გადაავიწყდა, ვინ დაუბრუნა ჩრდილი და ვისი მადლიერი უნდა ყოფილიყო.

პიტერ პენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი