მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #9)

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #9)

რობინი ჩქარი ნაბიჯით აუყვა აღმართს. გორაკზე რომ ავიდა, ჩაბნელებული სასახლეც გამოჩნდა. სასახლე მიწაყრილით იყო გარშემორტყმული და რობინიც იქით გაიქცა, მაგრამ იქ ვერავინ დაინახა. მერე ჭიშკარი მოძებნა. ჭიშკრიდან სასახლისკენ ფართო გზა მიდიოდა და რობინიც იმ გზას გაუყვა.
უცებ წინ ვიღაც გადაეღობა. რობინმა მაშინვე იცნო, მაჩი იყო, მეწისქვილის ვაჟი.
- უი, რობინი ყოფილა, - ჩუმად გასძახა მაჩმა სიბნელეში და მაშინვე უილ სტუტლი და კიტ სმითიც იქ გაჩნდნენ.
- რას აპირებთ ბიჭებო? - ჰკითხა რობინმა, - სასახლის დანგრევა და გაის მოკვლა ხომ არ განგიზრახავთ? ამ სასახლეს ალბათ შეიარაღებული ხალხი იცავს, თქვენ კი ჯოხებისა და დანების მეტი არაფერი გაგაჩნიათ.
- ბატონო რობინ, - უთხრა უილმა, - შენ განზე გადექი და ამ საქმეში ნუ ჩაერევი, ამას გლეხები მოუვლიან. ეს ჩვენი ნებაა და ჩვენი საქმე. დილიდან კი, როცა უკვე ტყეში ვიქნებით, მარტო შენს ბრძანებას დავემორჩილებით.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: