მეოთხე საფეხური
» ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #6)

ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #6)

ბრაუნლოუს სახლი ლონდონის მდიდრულ უბანში, პენტონვილში, იდგა. ოლივერი სწორედ ამ მისამართზე წაიყვანეს, მაშინვე ლოგინში ჩააწვინეს და ექიმს გამოუძახეს. დღე დღეს მისდევდა, სიცხისგან გათანგული ბავშვი უგონოდ იწვა და ჯერ არ იცოდა, როგორ ზრუნავდნენ მასზე.

დასუსტებულმა და გამხდარმა ოლივერმა ბოლოს და ბოლოს თვალი გაახილა. ახლა ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს მთელი მისი განვლილი წლები ერთი გრძელი, ცუდი სიზმარი იყო.

- სად ვარ, ვისი ოთახია ეს? - ძლივს წამოიწია ლოგინში.

- ჩუუ, ჩემო საყვარელო, ხმას ნუ იღებ, ჯერ კიდევ ძალიან სუსტად ხარ,- ეს ბატონი ბრაუნლოუს გულკეთილი დიასახლისი, მისის ბედვინი იყო, რომელიც სასთუმალთან ეჯდა ოლივერს. მან ბიჭს თავი უკან, ბალიშზე, ნაზად დაადებინა, მერე კი ისე მოსიყვარულედ და გულთბილად შეხედა, რომ ოლივერმა თავი ვეღარ შეიკავა და მის ხელს ჩააფრინდა.

„რა საყვარელი პატარა ბიჭუნაა", - გაიფიქრა ქალმა.

ოლივერ ტვისტი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჩარლზ დიკენსი