მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #9)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #9)

მეფე მათიუშის გაუჩინარებამ მინისტრები ძალიან შეაშფოთა. დაიწყეს ძებნა. სასახლის ბაღში ერთი ტბა იყო. იქნებ მათიუში ამ ტბაში ჩაახრჩვეს? მაშინვე საზღვაო ფლოტის სამინისტროში კაცი აფრინეს და მყვინთავის ჩაფხუტი მოიტანეს. ხომ იცით, როგორიც არის ის ჩაფხუტი? რკინისაა, ფანჯრებიანი, და ერთი მილიც აქვს, საჰაერო. პოლიციის პრეფექტმა თავზე ჩამოიცვა ჩაფხუტი და ტბის ფსკერზე ჩავიდა. კარგა ხანს დადიოდა ფსკერზე, კარგა ხანს ჩხრეკდა იქაურობას, მეზღვაურები კი მაღლიდან ჰაერს უტუმბავდნენ მილში. ყველაფერი ამაო იყო, მათიუში ვერც აქ იპოვეს.
სასახლეში ექიმი და ვაჭრობის მინისტრი გამოიძახეს. საიდუმლოს ყველანი მკაცრად იცავდნენ. ყველაფერს ჩუმად აკეთებდნენ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რაღაც ხომ უნდა ეთქვათ, მსახურები ეჭვობდნენ, ნამდვილად დიდი ამბავი მოხდა, რაკი მინისტრები დილიდანვე გადარეულებივით დარბიანო.
ჰოდა, მინისტრებსაც რა ექნათ, ადგნენ და მსახურებს უთხრეს, მათიუში შეუძლოდ არის, ექიმმა საუზმედ კიბორჩხალები გამოუწერა, პოლიციის პრეფექტი ტბაში იმიტომ ჩაძვრაო.
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი