მეოთხე საფეხური
» ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #1)

ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #1)

ოლივერ ტვისტის უცნაური თავგადასავალი დიდი ხნის წინათ ლონდონთან ახლოს, ერთ პატარა ქალაქში დაიწყო. ბაზრის მოედნის გვერდით ერთი უსახური შენობა იდგა, რომელსაც სახელოსნო-თავშესაფარს ეძახდნენ. ეს იყო ადგილი, სადაც ღარიბ-ღატაკები და უსახლკარო ბავშვები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. დღეში ერთი ჯამი წვნიანის საფასურად საცოდავებს გათენებიდან დაღამებამდე შრომაში ხდებოდათ სული...

სახლს გარესამყაროსგან რკინის უზარმაზარი ჭიშკარი ზღუდავდა. მისი ციცქნა სარკმელები ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩას გადაჰყურებდა სევდიანად.

15 წლის წინათ ამ ფანჯრების მიღმა მდებარე ოთახებიდან ერთ-ერთში ბიჭუნა დაიბადა. 

დაკემსილი საბნის ქვეშ სხეული შეინძრა. ახალგაზრდა ქალი იყო; ყელზე ოქროს პატარა ყელსაბამი ეკიდა.

-მაჩვენეთ ჩემი ბიჭუნა, სანამ სული ამომივა,- დაიჩურჩულა მან.

ქირურგმა ბავშვი აიყვანა და დედას მკლავებში ჩაუგორა. დედამ გულში ჩაიკრა შვილი და შუბლზე სათუთად შეახო ტუჩები. მერე უკანასკნელად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა.   

ოლივერ ტვისტი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჩარლზ დიკენსი