მეოთხე საფეხური
» რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #7)

რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #7)

მთელ ღამეს მძვინვარებდა ქარიშხალი, ხოლო დილით, როცა გავიხედე, გემის ნატამალიც კი აღარ ჩანდა ზღვაში. ამან, ცოტა არ იყოს, შემაცბუნა, მაგრამ მალევე ვინუგეშე თავი: მე ხომ დრო არ დამიკარგავს, არც ძალ-ღონე დამიზოგავს, რომ ყველა სასარგებლო ნივთი ნაპირზე გადმომეტანა.

ამის შემდეგ გემზე ფიქრს თავი გავანებე. ოღონდ ვიცოდი, გემის ნამსხვრევებს თავისით გამოაგდებდა ზღვა, და გამორიყა კიდეც რამდენიმე ხნის შემდეგ, მაგრამ მეტად უმნიშვნელო და ჩემთვის გამოუსადეგარი ნამტვრევები.

ახლა საფიქრალი ისღა დამრჩა, როგორ დამეფარა თავი ველურებისა და მხეცებისაგან, თუკი გამოჩნდებოდნენ კუნძულზე. ბევრი ვიფიქრე, როგორ შევბრძოლებოდი მათ, როგორი ბინა მომემზადებინა - მიწაში მომეწყო სადგომი, თუ მიწის ზევით დამედგა კარავი, და ბოლოს გადავწყვიტე, ერთიც მომეწყო და მეორეც.

მალე დავრწმუნდი, რომ ის ადგილი, სადაც მე ვიყავი დამკვიდრებული, საცხოვრებლად არ გამომადგებოდა, რადგანაც ზღვის ნაპირი იყო - დაბლობი და ჭაობიანი, თანაც ახლო-მახლო სასმელი წყალი არ მოიპოვებოდა. გადავწყვიტე, სხვა ადგილი მომეძებნა - უფრო მოხერხებული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

რობინზონ კრუზო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დანიელ დეფო