მეოთხე საფეხური
» პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #11)

პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #11)

მეორე დღეს მისტერ პერკსი და მე დაკითხვაზე გაგვიყვანეს. მოსამართლეები, ეტყობა, მიმიხვდნენ, რომ ვცდილობდი, რაც შეიძლება ცოტა მელაპარაკა. ერთმა ჭაღარა, მწვანესათვალიანმა კაცმა ისე მკაცრად შემომხედა, უცებ გამბედაობა დავკარგე.
- ბიჭო, შემომხედე! - დამიყვირა მოსამართლემ და მაგიდაზე ისე ღონივრად დაჰკრა ხელი, სუნთქვა შემეკრა.
რომ შევხედე, შიშმა უფრო მეტად ამიტანა. მწვანე სათვალით პირდაპირ მე მომჩერებოდა, ოცი პოლიციელი მორჩილად გარს შემორტყმოდა და საკმარისი იყო ერთი ენიშნებინა, რომ მის განკარგულებას სისრულეში მოიყვანდნენ.
ამ დროს პერკსმა ჩაახველა და მისკენ მივაბრუნე თავი.
- პატიმარს ნუ მისჩერებიხარ! მხოლოდ მე მიყურე! იცი თუ არა, რას ნიშნავს ფიცის მიღება?
მოულდის სასამართლო ამბების მოყოლა ძალიან უყვარდა და ჩემთვის ესეც ნათქვამი ჰქონდა. ამიტომ მივუგე:
- ეს იმას ნიშნავს, სახარებას უნდა აკოცო და ფიცი დადო: ტყუილს თუ ვიტყვი, დავისჯები.
მოსამართლის მწვანე სათვალეს მივჩერებოდი. ბოლოს, თითქოს მზისთვის დიდხანს მეცქიროს, თვალები ამეცრემლა.
- დიახ, თუ ფიცის შემდეგ კვლავ ტყუილს იტყვი, - ისევ მკაცრი ხმით განაგრძო მოსამართლემ, - საშინლად დაისჯები. ზღვის გაღმა, კატორღაში სამუშაოდ გაგაგზავნიან. 

პატარა მაწანწალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს გრინვუდი