მეოთხე საფეხური
» ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #9)

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #9)

ერთხელ არაჩვეულებრივ კურდღელს დავედევნე.

საოცრად ფეხმარდი კურდღელი იყო. გარბოდა და გარბოდა, წუთითაც არ შეუსვენია.

ორი დღე მივდევდი, უნაგირიდან არ ჩამოვმხტარვარ, მაგრამ მაინც ვერ დავეწიე.

ჩემი ერთგული ძაღლი დიანკა ფეხდაფეხ მისდევდა, მე კი სათოფეზეც ვერ მივუახლოვდი.

მესამე დღეს, როგორც იქნა, მოვახერხე იმ წყეული კურდღლის მოკვლა.

ის იყო, ბალახებში დაეცა, რომ ჩამოვხტი ცხენიდან და მივიჭერი მის ასაღებად. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, კურდღელს, ჩვეულებრივი ფეხების გარდა, სათადარიგო ფეხებიც აღმოაჩნდა. ოთხი ფეხი მუცელზე ჰქონდა, ოთხიც - ზურგზე!

დიახ, ზურგზე ჩინებული, ძლიერი ფეხები ჰქონდა. როდესაც ქვემო ფეხები დაეღლებოდა, თურმე ზურგზე გადაბრუნდებოდა, მუცელს ზევით მოაქცევდა და სათადარიგო ფეხებით განაგრძობდა სირბილს.

და რა გასაკვირია, რომ მე სამი დღე-ღამე გიჟივით მივდევდი. 

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რუდოლფ რასპე