მეოთხე საფეხური
» პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #9)

პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #9)

ბაჯი სიმონსს მეწაღის ბინაში ერთი ოთახი ეკავა. მეწაღე მას სახელოსნოზე გავლის ნებას აძლევდა. გამიხარდა, სახელოსნოდან შუქი გამოდიოდა, ფანჯარაზე ჩამოფარებულ ფარდაზე მეწაღის ხელის ჩრდილი შევნიშნე, ეტყობოდა, გასანთლულ ძაფს უყრიდა. მეწაღე კარგად მიცნობდა და ამიტომ თამამად დავაკაკუნე. მან კარი გამიღო. მაშინვე მივხვდი, რომ მიცნო და გამიკვირდა, უცნობივით რომ მკითხა:

- რა გინდა, ბიჭო?

- არაფერი, თუ შეიძლება, ბაჯისთან გამატარეთ. - მივუგე მე.

- ბაჯი სიმონსი აქ არ ცხოვრობს. შენც გირჩევნია მოშორდე აქაურობას, თორემ პოლიცია ისევ დაიწყებს სიარულს. მეგონა, თქვენი ჯგუფიდან აღარავინ გამოჩნდებოდა.
- ბაჯი სადღა გადავიდა? - მოუთმენლად ვკითხე მე. - თუ შეიძლება, მითხარით, მისი ნახვა ძალიან მჭირდება.
- ციხეში ზის, - მიპასუხა მეწაღემ და შეშინებულმა მიიხედ-მოიხედა. - წადი, აქაურობას მოშორდი, - და ხელი მკრა. - გვითვალთვალებენ, უნდათ გაიგონ, ვინ არიან ჩემი ნაცნობები, წადი!
- ნახეთ, იქნებ თქვენ იყიდოთ. - ვთხოვე და ჯიბიდან ანანასი ამოვაძვრინე. - იაფად მოგცემთ, ერთ შილინგად, თუნდაც ცხრა პენსი იყოს.
 

პატარა მაწანწალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს გრინვუდი