მეოთხე საფეხური
» ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #6)

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #6)

ომში მარტო ცხენით კი არა, ზარბაზნის ყუმბარითაც მიმგზავრია. 

თურქეთის რომელიღაც ქალაქს შემოვარტყით ალყა.

ჩვენს სარდალს მტრის ზარბაზნების რაოდენობის შეტყობა სურდა, მაგრამ მთელ ჯარში ისეთი გულადი არავინ მოიძებნა, რომ მტრის ბანაკში შეუმჩნევლად შეპარვაზე დათანხმებულიყო.

ყველაზე მამაცი მე აღმოვჩნდი.

იმ უზარმაზარ ზარბაზანთან გავჩერდი, რომელსაც თურქების ქალაქს ვუშენდით. როგორც კი ყუმბარა გამოსრიალდა, შევხტი ზედ და გავქროლდი.

გამოჩნდა მტრის ქალაქი. 

„ეჰ, ჩემო თავო,-გავიფიქრე,- როგორღა მოახერხებ იქიდან თავის დაღწევას? მტრები გტაცებენ ხელს და, როგორც ჯაშუშს, პირველსავე სახრჩობელაზე ჩამოგკიდებენ. სანამ გვიანი არ არის, უკან უნდა დაბრუნდე!"

სწორედ იმ წუთას ზარბაზნის ყუმბარამ ჩამოიქროლა, რომელიც თურქებმა ჩვენი ბანაკისკენ გამოისროლეს.

დაუყოვნებლივ გადავჯექი ზედ და უკანვე დავბრუნდი.

რასაკვირველია, ამ გაფრენის დროს თურქების ყველა ზარბაზანი დავითვალე და ჩვენს სარდალს მტრის არტილერიის შესახებ ზუსტი ცნობები გადავეცი. 

 

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რუდოლფ რასპე