მეოთხე საფეხური
» რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #1)

რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #1)

დავიბადე 1632 წელს, ქალაქ იორკში, შეძლებულ ოჯახში. მამაჩემი იქაური არ ყოფილა, ბრემენელი იყო და პირველად ჰულში დასახლებულა. იქ ვაჭრობით კარგა დიდი ქონებაც შეუძენია. ბოლოს, როცა ვაჭრობას თავი ანება, საცხოვრებლად იორკში გადავიდა. შეირთო დედაჩემი, რომლის გვარი - რობინზონი მთელ იმ მხარეში განთქმული იყო. მეც ამიტომ დამარქვეს რობინზონ კრეიცნერი; მაგრამ რაკი ინგლისელებს უცხო სიტყვების დამახინჯება უყვართ, კრუზოს გვიწოდებენ. ჩვენც ასე ვუწოდებთ ხოლმე ჩვენს თავს და ასევე ვწერთ ჩვენს გვარს. ნაცნობებიც კრუზოს მეძახიან.

მყავდა ორი უფროსი ძმა. მე მესამე შვილი ვიყავი და, რაკი ხელობა არ შემასწავლეს, ბავშვობიდან ათასი არეული ფიქრი მიტრიალებდა თავში. მამაჩემი უკვე მოხუცი იყო და სოფლის სკოლის პირობაზე საკმაო განათლება მიმაღებინა, უნდოდა ვექილი გავმხდარიყავი, ჩემს გულს კი არაფერი ეკარებოდა, გარდა ზღვაზე მოგზაურობისა.

რობინზონ კრუზო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დანიელ დეფო