მეოთხე საფეხური
» ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #2)

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #2)

რუსეთში ცხენით გავემგზავრე.

ზამთარი იყო. თოვდა.

ცხენი დაიქანცა. ფორხილი დაიწყო. ძალიან მეძინებოდა. 

ტრიალ მინდორში მომიხდა ღამის გათევა. ირგვლივ არც ხე იყო, არც ბუჩქი. მხოლოდ ერთი პატარა პალო მოჩანდა თოვლში.

მივაბი გათოშილი ცხენი იმ პალოზე, მეც იქვე მივიძინე.

უცებ გამომეღვიძა და, რას ვხედავ! მინდორში კი არა, სოფელში თუ პატარა ქალაქში ვარ. 

მომესმა ჭიხვინი.

ჭიხვინი მაღლიდან მოისმოდა.

ავიხედე და, რას ვხედავ! - ჩემი ცხენი სამრეკლოს სახურავზე კიდია ჯვარზე გამობმული!

იმწამსვე მივხვდი ყველფერს!

გუშინ საღამოს მთელი ეს ქალაქი თოვლით ყოფილა დაფარული, მხოლოდ ჯვრის წვეტი მოჩანდა. მე პატარა პალოდ მომეჩვენა და ცხენი მივაბი. თოვლი გამდნარა, მე შეუმჩნევლად დავშვებულვარ მიწაზე, ცხენი კი სახურავზე დარჩენილა.

დაუყოვნებლივ დამბაჩაზე ვიტაცე ხელი, დავუმიზნე. პირდაპირ აღვირს მოვარტყი. მე ხომ განთქმული მსროლელი ვარ.

ცხენი ჩემთან დაეშვა, მოვახტი და ქარივით გავაქროლე.

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რუდოლფ რასპე