მეოთხე საფეხური
» უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #9)

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #9)

დილით ჭიშკარზე ჩამოკიდებული ძველი ზანზალაკი აწკარუნდა. ჰემულმა კისერი წაიგრძელა და ჭიშკარში გაიხედა. ჭიშკარში ერთი პატარა ჰომზა იდგა და იცდიდა.

- წადი აქედან, დაუყვირა გაბრაზებულმა ჰემულმა, - ეს კერძო საკუთრებაა. აქ მე ვცხოვრობ.

- ვიცი, - მიუგო პატარა ჰომზამ, - ჰემულებმა თქვენთან გამომგზავნეს და სადილი გამომატანეს.

- აა, - დამშვიდდა ჰემული, ჭიშკარში დატანებული სარკმელი გახსნა, კალათა გამოართვა და სარკმელი ისევ დაკეტა.

ჰომზას ფეხი არ მოუცვლია. იდგა და ხმაამოუღებლად შესცქეროდა.

- სხვა როგორა ხარ? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა ჰემულმა, რადგან ერთი სული ჰქონდა, ისევ პარკში შესულიყო.

- ცუდად ვარ, - არ დაუმალავს ჰომზას, - ყველანი ცუდად ვართ, ყველა ბავშვი. ატრაქციონები აღარ გვაქვს და სულ ვდარდობთ და ვდარდობთ.

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი