მეოთხე საფეხური
» ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #1)

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #1)

დიდცხვირა, ჩია ბერიკაცი ბუხართან იჯდა და თავის თავგადასავალს უამბობდა ირგვლივ შემოკრებილ ხალხს.

-ყოჩაღ, მიუნჰაუზენ, ყოჩაღ!-დაცინვით წამოიძახებდა ვინმე და ატყდებოდა სიცილ-ხარხარი.

დასცინოდნენ ბერიკაცს. ის კი არხეინად განაგრძობდა ლაპარაკს:

-ჰოდა, ავფრინდი მთვარეზე... კიდევ სად არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს! სამფეხა ადამიანებთანაც მიცხოვრია და თევზის მუცელშიაც...

-კარგი, ტყუილებით ნუ გაგვბერე!-შეუძახებდა ვინმე.

მიუნჰაუზენი მოიღუშებოდა.

-მიკვირს, რატომ არ გჯერათ? სად მე და სად ტყუილი! ჩემი მეგობარი ბარონები, თავადები და ხონთქრები სულ იმას გაიძახოდნენ, მიუნჰაუზენისთანა მართლისმთქმელი კაცი დედამიწაზე არ დაიარებაო.

ისევ ახარხარდებოდა ხალხი.

-მიუნჰაუზენი და სიმართლის თქმა? ჰა-ჰა-ჰა!

მოხუცი ყურადღებას არ აქცევდა ამ სიცილ-ხარხარს და ახლა იმ ირმის ამბავს ჰყვებოდა, თავზე რომ ალუბლის ხე ამოუვიდა.

-ირემს ამოუვიდა თავზე ხე?

-დიახ, ხე ამოუვიდა, ისეთი ალუბალი ესხა იმ ხეს, ისეთი ტკბილი, ისეთი...

 

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რუდოლფ რასპე