მეორე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (იმპერატორის სასახლე)

მსოფლიო საოცრებები (იმპერატორის სასახლე)

აკრძალული ქალაქი და იმპერატორის სასახლე ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ცენტრში მდებარეობს. მისი მშენებლობა იმპერატორმა ჯუ დიმ დაიწყო, რომელმაც სატახტო ქალაქი პეკინში გადაიტანა. სასახლე იმპერატორების რეზიდენცია იყო ჩინეთის იმპერიის საბოლოოდ დაცემამდე. აკრძალულ ქალაქს ასე იმიტომ უწოდეს, რომ უბრალო ხალხსა და უცხოელებს იქ შესვლა ეკრძალებოდათ. ის მაღალი გალავნითაა გარშემორტყმული და მართკუთხა ფორმა აქვს. მის შიგნით მოედნები, ბაღები და უამრავოთახიანი სასახლე მდებარეობს, სადაც იმპერატორები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ კარისკაცებთან, მცველებთან და მსახურებთან ერთად. დღეს აკრძალული ქალაქის დათვალიერება ნებისმიერ მნახველს შეუძლია.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: