მეორე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ასტრიდ ლინდგრენი)

ცნობილი ადამიანები (ასტრიდ ლინდგრენი)

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტოკჰოლმში დიდი თოვლი მოვიდა. ერთი ჩვეულებრივი შვედი დიასახლისი ასტრიდ ლინდგრენი ქუჩაში წაიქცა და ფეხი იტკინა. წერა საწოლში უსაქმოდ წოლამ დააწყებინა. სურდა საკუთარი ქალიშვილისთვის - კატრინისთვის - ძილის წინ მოყოლილი ზღაპრის პერსონაჟები გაეცოცხლებინა  და დაბადების დღისთვის ეჩუქებინა. ასე დაიბადა და  გაიცნო მსოფლიომ კარლსონი და პეპი. მოგვიანებით კი „მაწანწალა რასმუსი“, „მიო, ჩემო მიო“ და ბევრი სხვა წიგნი.

ლინდგრენის პერსონაჟები ძალიან უცნაურები, ზარმაცები და თხუპნიები არინ. „ჩემი წიგნებით ბავშვებისთვის ჭკუის სწავლებას არ ვცდილობდი. ყველაზე მეტად ის მიტაცებდა, რომ თავს კვლავ ბავშვად ვგრძნობდი.“ - ამბობდა ლინდგრენი.

 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: