მეორე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (იაკობ გოგებაშვილი)

ცნობილი ადამიანები (იაკობ გოგებაშვილი)

ყველა ბავშვის უსაყვარლესი წიგნის - „დედაენის“ - ავტორი იაკობ გოგებაშვილი გორის რაიონის სოფელ ვარიანში დაიბადა. ბავშვობაში იაკობი თურმე სუსტი ყოფილა. ის ბევრს ავადმყოფობდა. მას მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. თანატოლებს იაკობი ძალიან უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა  ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალბათ, ამიტომაც შეძლო იაკობმა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში“ აღეწერა. 

გაიხსენეთ პირველი წინადადება, რომელიც სკოლაში წაიკითხეთ და დაწერეთ - „აი ია". დააკვირდით: ამ წინადადებაში მხოლოდ ორი ხმოვანი ასოა: და .

 

 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: