მეორე საფეხური
» სხვადასხვა (სად შეიქმნა თეატრი?)

სხვადასხვა (სად შეიქმნა თეატრი?)

თეატრი ძველ საბერძნეთში გაჩნდა, ბერძნებმა პირველებმა ააგეს შენობა, რომელშიც ხალხს წარმოდგენის ნახვა შეეძლო. მსახიობებს ტრაგედიის შესრულების დროს - მწუხარე, ხოლო კომედიის შესრულების დროს მოცინარი ნიღბები ეკეთათ. ძველად ევროპაში თეატრები არ იყო. მსახიობები ხალხის გასართობად ქალაქებსა და სოფლებში მოგზაურობდნენ.

თუ ყოფილხართ თეატრში, შეამჩნევდით, რომ სცენაზე თამაშის დროს მსახიობებს ძლიერი შუქი ანათებს. ალბათ, არ იცოდით, რომ ამ შუქს ადამიანი მართავს. 

მსახიობებს ხშირად აცვიათ სათანადო კოსტიუმები, რომ იმ პერსონაჟს დაემსგავსონ, ვისაც განასახიერებენ.

მსახიობის უსიტყვო თამაშს პანტომიმა ჰქვია. გრძნობებს აქ სახის გამომეტყველებით, მიმიკითა და ჟესტებით გამოხატავენ. იაპონიის პანტომიმის თეატრს კაბუკი ეწოდება.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: